სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს მოხსენებათა მიღებას მე-40 რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიისათვის, რომელიც გაიმართება ამა წლის 8- 9-10 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის უნივერისტეტში, ახალქალაქში.

 

სესიის მოხსენებების თემატიკა: ქართველური ენების დიალექტოლოგიის საკითხები

 

სესიის რეგლამენტი:

მომხსენებელს — 15 წუთი

მსჯელობაში მონაწილეს — 5 წუთი

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის. საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სესიის მასალების კრებულში.

სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!) უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში 2020 წლის 15 ივლისამდე მითითებულ მისამართზე.

 

მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის

 

მოხსენების მოცულობა  — არაუმეტეს 5  გვერდისა

ელექტრონული ფოსტის მისამართი:giglemianilela5@gmail.com

გვერდის ფორმატი: – А4; ფონტი     –   სილფაინი, ზომა 11

  1. ინტერვალი – 1,5
  2. ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
  3. დამოწმება ტექსტში – ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი მრგვალ ფრჩხილებში: (ა. შანიძე 1953, 75; გ. დეეტერსი 1930, 125)
  4. ბიბლიოგრაფია: ზომა სტატიის ბოლოს ანბანზე დაალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი ნიმუშით:
  • წიგნის ციტირების დროს:

 შანიძე 1953 – ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. მორფოლოგია, თსუ გამომცემლობა, თბილისი.

 დეეტერსი 1930 – G. Deeters, Das khartvelische verbum, Leipzig.

  • სტატიის ციტირების დროს:

ჩიქობავა  1940 – არნ. ჩიქობავა, მესამე პირის სუბიექტის უძველესი ნიშანი ქართველურ ენებში: ენიმკის მოამბე, ტ. 5-6, თბილისი.

 

მისამართი: თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ინგოროყვას ქ. N 8

 

პატივისცემით,

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

 

 

Updated: 05.06.2020 — 19:08