სიახლეები

41-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია

2021 წლის ოქტომბერი

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საინფორმაციო წერილი

პატივცემულო კოლეგებო!

გვაქვს  პატივი მოგიწვიოთ  დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც ჩატარდება 2021 წლის ოქტომბერში (ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო დამატებით გეცნობებათ) მოხსენებების მიღება 25 ივლისამდე.

სესიის მოხსენებების თემატიკა: ქართველური ენების დიალექტოლოგიის საკითხები

კონფერენცია  ითვალისწინებს პლენარულ და  სექციურ მუშაობას.

სესიის რეგლამენტი:

მომხსენებელს — 15 წუთი

მსჯელობაში მონაწილეს — 5 წუთი

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის. საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სესიის მასალების კრებულში.                                                                             

 სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!) უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში 2020 წლის 25 ივლისამდე მითითებულ მისამართზე.

სესიის მოხსენებების კრებული დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს,

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის

მოხსენების მოცულობა  — არაუმეტეს 5  გვერდისა

ელექტრონული ფოსტის მისამართი:giglemianilela5@gmail.com                                                                               

  გვერდის ფორმატი:             – А4; ფონტი     –   სილფაინი, ზომა 11

  1. ინტერვალი    – 1,5
  2. ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
  3. დამოწმება ტექსტში – ავტორი,  გამოცემის წელი და გვერდი მრგვალ ფრჩხილებში: (ა. შანიძე 1953, 75; გ. დეეტერსი 1930, 125)
  4. ბიბლიოგრაფია: ზომა 10. სტატიის ბოლოს ანბანზე დაალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი ნიმუშით:
  5. წიგნის ციტირების დროს:

ა. შანიძე 1953 – ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. მორფოლოგია, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1953

გ. დეეტერსი 1930 – G. Deeters, Das khartvelische verbum, Leipzig, 1930.

  • სტატიის ციტირების დროს:

არნ. ჩიქობავა  1940 – არნ. ჩიქობავა, მესამე პირის სუბიექტის უძველესი ნიშანი ქართველურ ენებში: ენიმკის მოამბე, ტ. 5-6, თბილისი, 1940

მისამართი: თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ინგოროყვას N 8

Updated: 07.03.2021 — 13:32