სიახლეები

მეშვიდე ადგილობრივი კონფერენცია „სამეცნიერო ტერმინოლოგია“

გაიმართება 2021 წლის 7-9 დეკემბერს

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

გიწვევთ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ადგილობრივ კონფერენციაზე.

კონფერენციის ძირითადი საკითხები: 

დარგობრივი ტერმინოლოგია, ტერმინოლოგიური პოლიტიკა (ისტორია და თანამედროვეობა).

დრო:

მომხსენებელი — 15 წუთი

მსჯელობაში მონაწილე — 5 წუთი

საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება კრებულ “ტერმინოლოგიის საკითხებში“ (წინა ნომრები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე – termbank.ge).

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენებათა თეზისები უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში 2021 წლის 10 ოქტომრამდე მისამართზე: geoterms.ge@gmail.com

Updated: 05.08.2021 — 11:49