სიახლეები

ამა წლის 15-16 აპრილს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია სალიტერატურო ენის საკითხები – III, რომელიც ეძღვნება ქართული ენის დღეს (14 აპრილს). 

არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის პროგრამით –  https://us02web.zoom.us/j/89359540339?pwd=Q2l4ckRhTWtTWS9lN21xbVFoSGNmZz09

 Meeting ID: 893 5954 0339

Passcode: 405593

კონფერენციის პროგრამა:

კონფერენციის გახსნა და მისალმება – ნანა მაჭავარიანი, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი

შესავალი სიტყვა – თამარ ვაშაკიძე, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი

რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი

მომხსენებელს – 10 წუთი

მსჯელობაში მონაწილეს – 3 წუთი

მოხსენებები:

15 აპრილი, 11 საათი

თავმჯდომარე – თამარ ვაშაკიძე

  1. ამირან ბასილაშვილი – უდიური – გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ენა
  2. თინათინ ბოლქვაძე – საზოგადოებრივი აზრი ენობრივ ნორმათა ცვლილებაზე
  3. თეა ბურჭულაძენომერ პირველი თუ ნომერი პირველი?
  4. გიორგი გოგოლაშვილი – კანონი და ფაქტი ენობრივ სფეროში – ნორმალიზაციის პრობლემები
  5. ქეთევან დათუკიშვილი – დეფისიან კომპოზიტთა მართლწერისათვის ქართულში
  6. თამარ ვაშაკიძე – სახელისა და გვარის პარადიგმისათვის
  7. ზურაბ ვახანია – მნიშვნელობა, რაობა და მართლწერა სიტყვისა „ერთერთი“
  8. მაკა ლაბარტყავა – რამდენიმე სახის ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტთა მართლწერისათვის
  9. ნანა ლოლაძე – ანგლიციზმები და ქართული სიტყვაწარმოების ტენდენციები
  10. ვახტანგ მაღრაძე – ერთი სახის გეოგრაფიულ სახელთა  მართლწერისათვის
  11. თამარ მახარობლიძე – ქართული ჟესტური ენის სტანდარტიზაციის საკითხები
  12. სალომე ომიაძე – ინვექტივის აქტივაციის შესახებ
  13. მარიამ ორკოდაშვილი – პაუზისა და სიჩუმის შემავსებლები ქართულსა და ინგლისურში
  14. მანანა რუსეიშვილი, ლია ქაროსანიძე – ქართულ-ინგლისურ ცნებათა შესატყვისობები (მასალები ვრცელი ქართულ-ინგლისური თემატური ლექსიკონისათვის)

16 აპრილი, 11 საათი

 https://us02web.zoom.us/j/81012161271?pwd=clJOS05XWVVlSGRXalYva29mWEt4UT09
Meeting ID: 810 1216 1271

 Passcode: 276693

თავმჯდომარე – თეა ბურჭულაძე

  1. თეა ტეტელოშვილი – ბრჭყალების გამოყენების ერთი შემთხვევისათვის
  2. დოდო ღლონტი – ქართულ ანდაზაში უკუფენილად გაცხადებული ქრისტიანული სათქმელისათვის (რწმენისა და ცოდნის გაერთიანების გამო)
  3. ვაჟა შენგელია – ჩერქეზული სალიტერატურო ენების შესახებ
  4. მანანა ჩაჩანიძე – ლექსემა ბიუჯეტური ახალ კონტექსტში – ენობრივი არჩევანი „აზრობრივი აქცენტით“
  5. მერაბ ჩუხუა – წერის კულტურასთან დაკავშირებული ტერმინებისათვის ძველ ქართულში
  6. სოფიკო ჭაავა – სასწავლო კომიტეტის მიერ 1921 წლის იანვარ-თებერვალში მიღებული სალიტერატურო ენის ნორმები (საარქივო მასალების მიხედვით)
  7. ნინელი ჭოხონელიძე – მწერლისა და პერსონაჟების ენა რ. ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით
  8. ნინო ჭუმბურიძე – სიტყვასიტყვითი ნაწილაკების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგი ტენდენციის შესახებ
  9. ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი, ლელა ჩოთალიშვილი  – მცენარეთა ლათინური სამეცნიერო სახელების ქართულად გადმოტანის ზოგიერთი თავისებურება
  10. ნინო ჯორბენაძე -ზე დაბოლოებულ ტოპონიმთა კვეცა-უკვეცელობის საკითხისათვის თანამედროვე ქართულში

სტუდენტთა სექცია:

  1. ნამილ გასანოვი – სიტყვა ძაღლის შემცველი ფრაზეოლოგიური გამოთქმები აზერბაიჯანულში (ქართულთან მიმართებით)
  2. მარიამ ტეფნაძე – მსაზღვრელ ნაცვალსახელთა ბრუნების ტიპები ძველ ქართულში
  3. ნათია ტყემალაძე –  ოპოზიციურ წყვილთა სემანტიკური ჯგუფებისათვის ქართულში
Updated: 12.04.2022 — 19:13