კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

5-7 მაისს გაიმართება სამეცნიერო სესია ,,არნოლდ ჩიქობავას საკითხავები”. მოხსენებათა თეზისებს  (მოცულობა – არაუმეტეს ორი გვერდისა) ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (giglemianilela5@gmail.com) მიიღებს ინსტიტუტის სწავლული მდივანი ლ. გიგლემიანი 10 აპრილამდე. ტექსტი აწყობილი უნდა იყოს სილფაინით.

სიახლეები

მიმდინარე წლის 23 მარტს, 12 საათზე, გაიმართება  „საინსტიტუტო სემინარის“ მორიგი სხდომა. მომხსენებელი ─ მედეა  ღლონტი, „ სინონიმურ წყვილთა ფუნქციურ-სემანტიკური ნიშანდებისათვის  ქართულში“. იხილეთ ბმული: https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

სიახლეები

            მიმდინარე წლის 5 მარტს, 12 საათზე, გაიმართა   არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  მორიგი ბეჭდური პროდუქციის პრეზენტაცია. იხილეთ ბმული:პრეზენტაცია

სიახლეები

41-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია 2021 წლის ოქტომბერი თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი საინფორმაციო წერილი პატივცემულო კოლეგებო! გვაქვს  პატივი მოგიწვიოთ  დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც ჩატარდება 2021 წლის ოქტომბერში (ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო დამატებით გეცნობებათ) მოხსენებების მიღება 25 ივლისამდე. სესიის მოხსენებების თემატიკა: ქართველური ენების დიალექტოლოგიის საკითხები კონფერენცია  ითვალისწინებს პლენარულ და  სექციურ მუშაობას. სესიის რეგლამენტი: […]

სიახლეები

            მიმდინარე წლის 9 მარტს, 12 საათზე, გაიმართება  „საინსტიტუტო სემინარის“ მორიგი სხდომა. მომხსენებელი ─ თეა ბურჭულაძე, „ზეპირი მეტყველების სინტაქსის ზოგი საკითხი“. იხილეთ ბმული: https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

სიახლეები

მიმდინარე წლის 23. 02. 12. 00. გაიმართება „საინსტიტუტო სემინარის“ პირველი სხდომა. მომხსენებელი –  ქეთევან დათუკიშვილი „თანდებულისის (შერწყმული თანდებულის) საკითხი თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში“ იხილეთ ბმული:https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

სიახლეები

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა აღადგინა პროფ. ბიძინა ფოჩხუას მიერ წლების წინ დაარსებული სემინარი და „საინსტიტუტო სემინარი“ უწოდა მას. სემინარის თემატიკა იქნება ძირითადად სამეცნიერო,   შესაძლოა ინფორმაციული, მიმოხილვითი, პედაგოგიური თემატიკაც. (რეგლამენტი 1 საათი) სემინარი ჩატარდება თვეში ორჯერ, მასში მონაწილეობის მსურველებს მოხსენებათა სათაურების გაგზავნა შეუძლიათ ინსტიტუტის სწავლულ მდივანთან. „საინსტიტუტო სემინარი“ კალენდარული გეგმა: 2021 წლის: 02. 12. 00. […]

სიახლეები

ამა წლის 17-18 აპრილს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების მიერ დაფუძნებული რიგით II სამეცნიერო კონფერენცია ─ სალიტერატურო ენის საკითხები, რომელიც ეძღვნება ქართული ენის დღეს (14 აპრილს). არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის პროგრამით. მოხსენებათა სათაურები მიიღება 20 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: normebi@gmail.com

სიახლეები

2021 წლის 05. 03. 12. 00.  გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2020 წლის ბეჭდური პროდუქციის წარდგენა. იხილეთ zoom-ის ბმული: