კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

2018 წლის დეკემბერში გაიმართება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 77-ე სამეცნიერო სესია,  რომელიც ეძღვნება არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს. მოხსენებათა თეზისები მიიღება 15 ნოემბრამდე. თეზისების მოცულობა − 2 გვერდი, შრიფტი − sylfaen, ტრანსკრიფციისათვის − ICL_Symbol. წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები. თეზისები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე − dodo_mariami@yahoo.com

სიახლეები

2018 წლის 24 სექტემბერს ივ. ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების  ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აკად. არნ. ჩიქობავას  „შრომების“ 14 ტომისა და მ. ჩუხუას წიგნის „ ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანის“  წარდგენა. სხდომას  ხელმძღვანელობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ნ.  მაჭავარიანი. არნ. ჩიქობავას „ შრომების“ 14 ტომის შედგენილობისა და გამოსაცემად მომზადების შესახებ ინფორმაციით გამოვიდა […]

სიახლეები

2018 წლის 9-10 ნოემბერს  ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 38-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს.

სიახლეები

ამა წლის 10 ივლისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე (ვადიანი – 10 წლით) საკონკურსო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ არდოტელი.

სიახლეები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ა. წ. 6 ივლისის დადგენილების შესაბამისად, გაიმარჯვა თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკონფერენციო საგრანტო პროექტმა „ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა V საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელიც გაიმართება თბილისში 2018 წლის 22-24 ნოემბერს.

სიახლეები

ამა წლის 6 ივლისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ვადიანი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სათანადო საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნოდარ არდოტელმა.

სიახლეები

2018 წლის 14-16 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა. იხ. ბმული   გაცნობებთ, რომ გრძელდება თეზისების მიღება საერთაშორისო კონფერენციისთვის ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა ამა წლის 30 ივნისამდე.

სიახლეები

„ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ მორიგი − მე-18 წიგნისათვის სტატიები (ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია) მიიღება 10 სექტემბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე (არაუმეტეს 2 გვერდისა). ფორმატი − A5, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის ზომა − 10, ინტერვალი სტრიქონებს შორის − 1.5. სტატიები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე − burchuladzetea@gmail.com

სიახლეები

პატივცემულო კოლეგებო, გაცნობებთ, რომ ამა წლის 8-9 ოქტომბერს (სავარაუდოდ – შუახევის რაიონის დაბა ხიჭაურში), გაიმართება 39-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს. გაითვალისწინეთ, რომ სესიის თემატიკა განსაზღვრულია: დიალექტური ლექსიკის პრობლემური საკითხები. მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ა. წ. 20 ივლისამდე მოხსენება ან მოხსენებათა თეზისები მოგვაწოდოთ არნ. […]

სიახლეები

ცხადდება კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  (10 წლის ვადით – ერთი საშტატო ერთეული) სამსახურში მისაღებად.   კონკურსი   გამოცხადდა  2018  წლის   30   მაისს. საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება   იწარმოებს 2018  წლის   2  ივლისიდან     2018  წლის     9 ივლისის   ჩათვლით .   დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:    ბრძანება N 126/01-01   30.05.2018