სიახლეები

2018 წლის 24 სექტემბერს ივ. ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების  ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აკად. არნ. ჩიქობავას  „შრომების“ 14 ტომისა და მ. ჩუხუას წიგნის „ ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანის“  წარდგენა.

სხდომას  ხელმძღვანელობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ნ.  მაჭავარიანი.

არნ. ჩიქობავას „ შრომების“ 14 ტომის შედგენილობისა და გამოსაცემად მომზადების შესახებ ინფორმაციით გამოვიდა „ შრომების“ მთავარი რედაქტორი , პროფ.  ვ.  შენგელია.

სიტყვით გამოვიდნენ: პროფ. გ.გოგოლაშვილი, პროფ. თ. გვანცელაძე, პროფ. მ. ჩუხუა.

პროფ. მ. ჩუხუამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მონოგრაფია  „ქართულ- ჩერქეზულ- აფხაზური  ეტიმოლოგიური ძიებანი“.

სიტყვით გამოვიდნენ: პროფ. ნ. მაჭავარიანი, პროფ. ვ. შენგელია, პროფ. გ. გოგოლაშვილი.

 

Updated: 12.10.2018 — 15:30