კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

ამა წლის 14 აპრილს, 15 საათზე თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართება „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ III ტომის ახალი რედაქციისა და მონოგრაფიის − „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია II. დიალექტები“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე აქციაა! ახალი რედაქციის სამივე ტომი ერთად – 100 ლარად!

სიახლეები

“იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების” 44-ე ტომისათვის წერილები მიიღება 31 მარტამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე (არა უმეტეს 2 გვერდისა). წერილის მოცულობა რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 16 ნაბეჭდ გვერდს. წერილში უნდა გამოიყენოთ შრიფტი – Sylfaen, ტრანსკრიფციისათვის –ICL_Symbol. წერილები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – burchuladzetea@gmail.comvazhashengelia@gmail.com; contact@ice.ge

სიახლეები

29 იანვარს, 3 საათზე არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში (ინგოროყვას ქუჩა N 8, II სართული) გაიმართება ირინე ასათიანის წიგნის „წინდებულები ზანურ (მეგრულ-ჭანურ) ენაში“ პრეზენტაცია.

სიახლეები

სამეცნიერო სესიის “არნოლდ ჩიქობავას საკითხავებისათვის“ მოხსენებათა თეზისები მიიღება 29 თებერვლამდე. თეზისების მოცულობა – 2 გვერდი, შრიფტი – sylfaen, ტრანსკრიფციისათვის – ICL_Symbol. წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები.თეზისები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – burchuladzetea@gmail.comvazhashengelia@gmail.com; contact@ice.ge