სიახლეები

2019 წლის 22 იანვარს თსუ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების თანამშრომლებმა გამართეს ვიდეოკონფერენცია ირლანდიელ ტერმინოლოგებთან. ირლანდიელმა კოლეგებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ ტერმინოლოგებს ტერმინთბანკის აგებულებისა და პრინციპების შესახებ. ვიდეოკონფერენცია დაიგეგმა ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის (EAFT) მიერ ორგანიზებულ სამიტზე ესპანეთში (საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის საზოგადოება ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის წევრია 2017 წლიდან). ქართული ტერმინთბანკის განსავითარებლად აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტის, ჰენრიკ ნილსონის, მხარდაჭერით დაიგეგმა ქართველ და უცხოელ ტერმინოლოგთა შორის სამეცნიერო ურთიერთობები, მათ შორის, ვიდეოკონფერენციებიც.

ირლანდიელი ტერმინოლოგების გამოცდილება მნიშვნელოვანია ქართველი ტერმინოლოგებისათვის, ქართული ტერმინთბანკის განვითარებისთვის, ტერმინოლოგიური მართვის პრობლემების გადასაჭრელად.

 

 

Updated: 22.01.2019 — 17:35