სიახლეები

2019 წლის 24 იანვარს გაიმართა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზედაც განხილული იყო ანგარიშები 2018 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ (მომხსენებლები: განყოფილებათა ხელმძღვანელები და განყოფილებათა წარმომადგენლები, ინსტიტუტის დირექტორი).

შეკითხვებზე პასუხებისა და მსჯელობის შემდეგ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა წარმოდგენილი ანგარიშები.

Updated: 05.02.2019 — 19:08