სიახლეები

2019-01-28

ჯემალ აჯიაშვილი 75: კულტურათა დიალოგი გრძელდება

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

2019 წლის 21-22 მარტს

გამართავს ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის,

ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი

მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და თეზისები

2019 წლის 5 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:

humanities@tsu.ge

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

განაცხადის ფორმა:

 

მომხსენებლის სახელი, გვარი:

ორგანიზაცია:

აკადემიური ხარისხი:

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი:

 

თეზისების გაფორმების წესი:

 

მოხსენების სათაური;

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 300 სიტყვა.

 

კონფერენციის სამუშაო ენა ქართული.

 

კონფერენციის მონაწილეებისათვის დაწესებულია:

სარეგისტრაციო გადასახადი – 25 ლარი;

თანაავტორობით გამომსვლელთათვის – 35 ლარი.

სარეგისტრაციო გადასახადი ითვალისწინებს: ხემსს სიმპოზიუმის გახსნის დღეს.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;

 

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;

მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი –  TRESGE22;

მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

 

გადარიცხვისას მიუთითეთ:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ჯემალ აჯიაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოგზავნეთ ფოსტაზეhumanities@tsu.ge

 

საკონტაქტო პირი

ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი.

თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

 

Updated: 30.01.2019 — 18:24