სიახლეები

დღეს, 4 ივლისს, 12.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა  გიორგი შარვაშიძემ  და დეპარტამენტის თავმჯდომარემ  გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს. ხელშეკრულების მიზანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველყოფისათვის ურთიერთთანამშრომლობის ფორმების დადგენა. ამ სფეროში განსახორციელებელ საქმიანობაში დეპარტამენტი ეყრდნობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს, როგორც ერთადერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას, რომელიც მუშაობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის საკითხებზე.

 

Updated: 04.07.2019 — 14:48