სიახლეები

კავკასიოლოგთა   V საერთაშორისო  კონგრესი

საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ  კონტექსტში

(ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები)

ორგანიზატორი

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი

არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

 

ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველო

ჩატარების თარიღი: 04 – 07 ნოემბერი, 2019 წ.

 

კონგრესის მიზანია: გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს  გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის  ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.

 

ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა კავკასიოლოგიურ თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს კონგრესზე გასატანად.

კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით:

  • ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად)
  • ისტორია (2 სექციად)
  • არქეოლოგია
  • კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
  • ეთნოლოგია
  • ფოლკლორი, ლიტერატურა
  • ეკოლოგია, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა

 

კონგრესის თემები აგებულია ქართულ-კავკასიური  კულტურის რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის საკითხთა ისტორიულ-რეტროსპექტიული ანალიზის პრინციპზე. კონგრესის  თემებია:

 

  • საქართველოს როლი და ადგილი კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ განვითარებაში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები)
  • კავკასიის ხალხთა ეთნოგენეზისა და პოლიტოგენეზის აქტუალური პრობლემები; კავკასიის კულტურულ-ანთროპოლოგიური კვლევები (არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა)
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები თანამედროვე კავკასიაში (ეთნონაციონალური და კონფესიური ფაქტორები)
  • კავკასიის გეოპოლიტიკა (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მიდგომები; ეთნოკონფლიქტები)
  • ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიაში
  • კავკასიის თემატიკა საერთაშორისო კავკასიოლოგიურ კვლევათა ცენტრებში
  • საქართველო – კავკასიოლოგიური კვლევებისა და სწავლების ცენტრი
  • გეოლინგვისტური თეორიები; ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი და კავკასიის რეგიონი
  • კავკასიის ენების ფუნქციონირების საკითხები  (ისტორია  და თანამედროვეობა)
  • კავკასიის ენათა სისტემა-სტრუქტურისა და არეალური ლინგვისტიკის საკითხები
  • ქართულ-კავკასიური ეტიმოლოგიური კვლევების საკითხები

 

მნიშვნელოვანი თარიღები

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა:  12 სექტემბერი,  2019 წ.

 

შეტყობინება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ: 10 სექტემბერი, 2019 წ.

მოხსენებათა (სასტენდო, ზეპირი) წარდგენის ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2019 წ.

მასალების  წარდგენის წესი – ორ ენაზე სამუშაო ენებიდან

მოცულობა: არაუმეტეს 500 სიტყვისა ერთ ენაზე

შრიფტი: ქართულისათვის – Sylfaen, ინგლისურისა და რუსულისათვის – Times New Roman

შრიფტის ზომა: 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1,5.

ფორმატი: როგორც MS Word, ასევე PDF.

თეზისები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: congresskaf@tsu.ge

 

რეგლამენტი

პლენარული სხდომის მოხსენება – 25 წუთი

მოხსენება (პრეზენტაცია) – 20 წუთი

 

 

Updated: 30.08.2019 — 19:26