სიახლეები

 

        ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი,  სახელმწიფო  ენის დეპარტამენტი,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნი­ერების  ისტორიის საზოგადოება ენის კვირეულის ფარგლებში (13-17 აპრილი) გამართავენ  ქართული  ენის დღისადმი მიძღვნილ  სამეცნიერო  კონფერენციას.

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა განაცხადი და თეზისები 2020 წლის 20 მარტამდე  გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ორგანიზაცია;

აკადემიური ხარისხი;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 200-250 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენა –  ქართული.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა – 2 აპრილი.

საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი

თსუ, კორპუსი I, ოთახი 204

Updated: 14.02.2020 — 13:04