სიახლეები

მე-40 რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია

 2020 წლის ოქტომბერი, ახალქალაქი.

 თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

 

 ს ა ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ო   წ ე რ ი ლ ი

  

პატივცემულო კოლეგებო!

 

გვაქვს  პატივი მოგიწვიოთ  დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც ჩატარდება ამა წლის ოქტომბერში, ახალქალაქის უნივერსიტეტში.

 

სესიის მოხსენებების თემატიკა: ქართველური ენების დიალექტოლოგიის საკითხები

 კონფერენცია  ითვალისწინებს პლენარულ და  სექციურ მუშაობას.

 

სესიის რეგლამენტი:

მომხსენებელს — 15 წუთი

მსჯელობაში მონაწილეს — 5 წუთი

 

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის. საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სესიის მასალების კრებულში.

სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!) უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში 2020 წლის 1 ივლისამდე მითითებულ მისამართზე.

 

სესიის მოხსენებების კრებული დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს,

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

—————————————————————————-

 

მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის

 

მოხსენების მოცულობა  — არაუმეტეს 5  გვერდისა

ელექტრონული ფოსტის მისამართი:giglemianilela5@gmail.com

 

გვერდის ფორმატი:   – А4;

ფონტი     –   სილფაინი, ზომა 11 ინტერვალი – 1,5

  1. ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
  2. დამოწმება ტექსტში – ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი მრგვალ ფრჩხილებში: (ა. შანიძე 1953, 75; გ. დეეტერსი 1930, 125)
  3. ბიბლიოგრაფია: ზომა სტატიის ბოლოს ანბანზე დაალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი ნიმუშით:
  • წიგნის ციტირების დროს:

ა. შანიძე 1953 – ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. მორფოლოგია, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1953

გ. დეეტერსი 1930 – G. Deeters, Das khartvelische verbum, Leipzig, 1930.

  • სტატიის ციტირების დროს:

არნ. ჩიქობავა  1940 – არნ. ჩიქობავა, მესამე პირის სუბიექტის უძველესი ნიშანი ქართველურ ენებში: ენიმკის მოამბე, ტ. 5-6, თბილისი, 1940

 

მისამართი: თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ინგოროყვას N 8

 

Updated: 12.02.2020 — 16:47