სიახლეები

„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“

 

იწყება წერილების მიღება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პერიოდული ორგანოს „იბერიულ -კავკასიური  ენათმეცნიერების“  48-ე ტომისათვის.

წერილის მოცულობა (ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს თაბახის ფურცლის 20 გვერდს (გვერდზე არ უნდა იყოს 30 სტრიქონზე მეტი), ინგლისური რეზიუმეს მოცულობა – 2 გვერდს.

სტრიქონებს შორის მანძილი – 1, 5, შრიფტი – სილფაინი, დამატებითი ნიშნებისათვის – ICL Symbol.

წერილების ნაბეჭდ და ელექტრონულ ვერსიებს მიიღებენ 31 აგვისტომდე იკე-ს რედაქტორი და ინსტიტუტის სწავლული მდივანი (ელექტრონული ფოსტა: giglemianilela5@gmail.com)

Updated: 19.06.2020 — 19:08