სიახლეები

ამა წლის 16-17 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების მიერ დაფუძნებული რიგით II სამეცნიერო კონფერენცია ─ სალიტერატურო ენის საკითხები, რომელიც ეძღვნება ქართული ენის დღეს (14 აპრილს).

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის პროგრამით. დასასწრებად ისარგებლეთ მითითებული ბმულით:

https://us02web.zoom.us/j/89773048438?pwd=V0wyQ2NnNmp6TUV3SThNV2Rsb2xpQT09



კონფერენციის პროგრამა:

კონფერენციის გახსნა და მისალმება ─ ნანა მაჭავარიანი, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი

შესავალი სიტყვა ─ თამარ ვაშაკიძე, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი



მოხსენებები:

16 აპრილი, 11.00

თავმჯდომარე ─ თამარ ვაშაკიძე

  1. ნოდარ არდოტელი ─ ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ეთნონიმთა ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის შესახებ ქართულში

  2. თინათინ ბოლქვაძე ─ ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები საქართველოს კანონებში სახელმწიფო ენისა და რეკლამის შესახებ

  3. თეა ბურჭულაძე ─ ერთი ტიპის სახელწოდებათა (მაგთი ჯგუფი, სითი მოლი…) მართლწერისათვის

  4. გიორგი გოგოლაშვილი ─ ქართული ენის დღე ─ იდეა, მიზანი და… შედეგი

  5. ქეთევან დათუკიშვილი ─ მართულმსაზღვრელიან კომპოზიტთა დაწერილობისათვის

  6. თამარ ვაშაკიძე ─ მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმების რამდენიმე საკითხისათვის თანამედროვე ქართულში

  7. რუსუდან ზექალაშვილი ─ დიალექტიზმებით შექმნილი მხატვრული სამყარო

(ზ. არსენიშვილის პროზის მიხედვით)

  1. მაკა თეთრაძე ─ პასუხისმგებლობიანი ბიზნესი და ადამიანი

  2. მაკა ლაბარტყავა ─ ხან ფუძის შემცველ კომპოზიტურ ზმნისართთა მართლწერისათვის

  3. რომან ლოლუა ─ ლეზგიურ ლიტერატურულ ენათა შესახებ

  4. ვახტანგ მაღრაძე ─ უცხოურ სათაურ-სახელწოდებათა ქართულად გადმოტანისათვის

     

17 აპრილი, 11.00

თავმჯდომარე ─ თეა ბურჭულაძე

  1. მარიამ ორკოდაშვილი ─ ენობრივი ინტერფერენცია: ენის ევოლუციური სტადიები თუ ენობრივი რეგრესი?

  2. თეა ტეტელოშვილი ─ ატრიბუტული მსაზღვრელის შემცველ კომპოზიტთა მართლწერისათვის

  3.   ლია ქაროსანიძე ─ თანამედროვე ტერმინოლოგიური პოლიტიკა და ქართული ენა

  4. ვაჟა შენგელია ─ ყაბარდოულ-ჩერქეზული სალიტერატურო ენის ისტორიისათვის

  5. მანანა ჩაჩანიძე ─ ლექსიკური ენობრივი დონე, როგორც რთულ ენობრივ ტენდენციათა ინდიკატორი

  6. მერაბ ჩუხუა ─ მართლწერის ზოგი საკითხისათვის ინგუშურ სალიტერატუროენაში

  7. დოდო ღლონტი ─ „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ სიტყვანისათვის

  8. ნინო ჯორბენაძე ─ ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება (თანამედროვე მდგომარეობა და მომავლის ამოცანები)

     

    სტუდენტთა სექცია:

  9. ნამილ გასანოვი ─ ერთი სახის ფრაზეოლოგიური გამოთქმებისათვის აზერბაიჯანულში (ქართულთან მიმართებით)

  10. მარიამ ტეფნაძე ─ ნაცვალსახელთა ბრუნების ტიპები ძველ ქართულში

  11. ნათია ტყემალაძე ─ შერწყმულთანდებულიანი სახელისა და ზმნა-შემასმენლის სინტაქსური მექანიზმისათვის თანამედროვე ქართულში

  12. სანდრო ჩემინავა ─ „მამაო ჩვენო“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“

Updated: 12.04.2021 — 12:13