სიახლეები

2021  წლის 16-17 აპრილს  გაიმართა თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების მიერ დაფუძნებული რიგით II სამეცნიერო კონფერენცია – სალიტერატურო ენის საკითხები, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის დღეს (14 აპრილს).

მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ასევე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) წარმომადგენლებმა.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართა დისტანციურად, Zoom-ის პროგრამით.

Updated: 18.04.2021 — 22:03