სიახლეები

ცხადდება კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მეცნიერ თანამშრომელთა  (4 წლის ვადით ) სამსახურში მისაღებად. 

 კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად:

ქართველურ ენათა განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (შვიდი)

მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა („მიკე“)განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (შვიდი)

ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (ერთი)

მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ლექსიკოლოგიის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (ათი)

მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ოთხი)

თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (ოთხი)

მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (ერთი)

მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (ხუთი)

კონკურსი   გამოცხადდა  2021  წლის   22 ოქტომბერს  

 საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება   იწარმოებს 2021 წლის   22 ნოემბრიდან   2021  წლის     29 ნოემბრის   ჩათვლით  11.00-დან – 16.00 საათამდე, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევით ერთეულში – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში.

მისამართი:    თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი № 306.

ტელ.: 293 29 21 ;  (+995) 599 400728
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

Updated: 22.10.2021 — 13:49