სიახლეები

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა განახორციელა ,,მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსი ,,ანიდან ჰოემდე“.

კონკურსის მიზანი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში  ქართული მეცნიერების პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობიერების ამაღლება,  ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან მათი დაახლოება.

გამოვლინდნენ საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების ავტორები.

დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, 19 : 00 საათზე, ZOOM-ის ფორმატით.

დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული:

https://us02web.zoom.us/j/86726951740?pwd=YnJYc2Q2bUxWRU9xVGFvWDJRUTcxQT09

Meeting ID: 867 2695 1740

Passcode: 146266

Updated: 22.12.2021 — 12:32