სიახლეები

24 დეკემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ,,სიტყვარის” – პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის ახალი გამოცემის პრეზენტაცია.
ახალი გამოცემა მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ლია ქაროსანიძემ.
მომხსენებელი: ლია ქაროსანიძე.
პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლებში გამოცემული ლექსიკონები და სახელმძღვანელოები, რომლებიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

Updated: 23.12.2021 — 15:14