საინფორმაციო წერილი

თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი — კავკასიის ლინგვისტური და ანთროპოლოგიური პორტრეტი, რომელიც გაიმართება თბილისში (საქართველო) 2022 წლის 13-15 ნოემბერს.

კონგრესი ეძღვნება გამოჩენილი კლასიკოსის, მწერალ მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) ასი წლის იუბილეს.

კონგრესი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

  • იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები; ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები;
  • კავკასიის ანთროპოლოგია;
  • კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა; ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები;
  • კავკასიის პალეოგრაფია;
  • ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები;
  • ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
  • კავკასიის არქეოლოგიური კულტურები; კულტურის ისტორია;
  • კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;

კონგრესი გაიმართება შერეული ფორმატით. გთხოვთ, შეგვატყობინოთ თქვენი მონაწილეობის ფორმა (ონლაინ / ადგილზე).

მოხსენებათა თეზისები, რომელიც უნდა შესრულდეს ერთდროულად ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, მიიღება 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

პირობები:
1. თეზისთა ქართული, ინგლისური და რუსული ტექსტების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 4 გვერდს;

2. მასალა მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით მისამართზე kongresi2022@tsu.ge;

3. ტექსტი აიკრიფება A4 ფორმატით (MS Word);

4. შრიფტი ყველა სამუშაო ენისათვის — Sylfaen;

5. შრიფტის ზომა — 11, ინტერვალი — 1, ქვედა და ზედა არეები — 15 მმ., მარცხნიდან — 20 მმ., მარჯვნიდან — 10 მმ.

ღრმა პატივისცემით

Updated: 20.09.2022 — 15:12