კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, მიმდინარე წლის 28 მარტს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მართავს ვიქტორინას – სახელწოდებით „მზეენაობა“. სულხან-საბა ორბელიანი „მზეენაობას“ განმარტავს, როგორც „ნათლად მეტყველებას“. ვიქტორინის თემაც სწორედ ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების საკითხები იქნება. ვიქტორინა ეძღვნება ქართული ენის დღეს – 14 აპრილს! თუ თქვენ გსურთ შეამოწმოთ, რამდენად კარგად ფლობთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და გიყვართ […]

სიახლეები

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსიტუტი 2018 წლის 13, 14 და 17 აპრილს გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემდეგ ღონისძიებებს: 13 აპრილი, 15:00 სთ – ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ვაშაკიძის საჯარო ლექცია თემაზე „თანამედროვე ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების პრობლემები“; ვიქტორინა „მზეენაობაში“ გამარჯვებულის დაჯილდოება (თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. N8, II სართული, სხდომათა დარბაზი).   […]

სიახლეები

2018 წლის 22-24 ნოემბერს თბილისში გაიმართება ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა V საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ეძღვნება აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს (იხ. ბმული).

სიახლეები

2018 წლის აპრილის პირველ ნახევარში გაიმართება სამეცნიერო სესია „არნოლდ ჩიქობავას საკითხავები“. მოხსენებათა თეზისები (არაუმეტეს ორი გვერდისა, შრიფტი – სილფაინი) უნდა მიაწოდოთ ვ. შენგელიას ან ნ. ჯორბენაძეს 15 მარტამდე.

სიახლეები

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი თედო (თედორე) უთურგაიძე.

სიახლეები

პარასკევს, 15 დეკემბერს, 14 საათზე, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში პოეტ-აკადემიკოს ანა კალანდაძის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის  – „Стихотворения“ წარდგინება.

სიახლეები

ამა წლის 19-21 დეკემბერს გაიმართება თსუ არნ.ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის 76-ე სამეცნიერო სესია. იხ. სესიის პროგრამა და მოხსენებათა თეზისები.

სიახლეები

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში (ინგოროყვას ქუჩა N 8, II სართული) 2017 წლის 10 ნოემბერს გაიმართება მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ცერცვაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა. დასაწყისი – 14 საათზე

სიახლეები

ამა წლის 3-4 ნოემბერს ქ. ახალციხეში გაიმართება 37-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია. კონფერენცია ეძღვნება პროფ. თედო უთურგაიძის 90 წლის იუბილეს. იხ. დღის წესრიგი და დიალექტოლოგიური კრებული