კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

2019 წლის 24 იანვარს გაიმართა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზედაც განხილული იყო ანგარიშები 2018 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ (მომხსენებლები: განყოფილებათა ხელმძღვანელები და განყოფილებათა წარმომადგენლები, ინსტიტუტის დირექტორი). შეკითხვებზე პასუხებისა და მსჯელობის შემდეგ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა წარმოდგენილი ანგარიშები.

სიახლეები

2019 წლის 22 იანვარს თსუ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების თანამშრომლებმა გამართეს ვიდეოკონფერენცია ირლანდიელ ტერმინოლოგებთან. ირლანდიელმა კოლეგებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ ტერმინოლოგებს ტერმინთბანკის აგებულებისა და პრინციპების შესახებ. ვიდეოკონფერენცია დაიგეგმა ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის (EAFT) მიერ ორგანიზებულ სამიტზე ესპანეთში (საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის საზოგადოება ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის წევრია 2017 წლიდან). ქართული […]

სიახლეები

2019 წლის 8 იანვარს, ტრადიციულად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი საენათმეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ვარლამ თოფურიას 118 წლისთავს.  

სიახლეები

2018 წლის 25–27 დეკემბერს გაიმართა თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 77-ე სამეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ნ. მაჭავარიანმა. არნ. ჩიქობავას სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს აკად. გ. კვარაცხელიამ და აკად. ა. არაბულმა. ინსტიტუტის უხუცესმა მეცნიერ-მუშაკმა თ. ბეროზაშვილმა წარმოადგინა მოგონება არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით […]

სიახლეები

2018  წლის  25-26-27 დეკემბერს  გაიმართება თსუ  არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნება აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს. იხ. სესიის პროგრამა და მოხსენებათა თეზისები.

სიახლეები

2018 წლის 22-24 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში გაი­მარ­თა ენათ­მეც­ნი­ერ-კავ­კა­სი­ო­ლოგ­თა V სა­ერ­თაშორი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თსუ არნ. ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის სა­სწავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტი. სიმ­პო­ზი­უ­მი გა­იხ­სნა 22 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტის აკად. გ. კვე­სი­ტა­ძის შე­სა­ვა­ლი სი­ტყ­ვით. მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით […]

სიახლეები

2018 წლის 9-10 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 38-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს იხ. ბმული

სიახლეები

2018 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს 10 სა­ა­თი­დან 17 სა­ა­თა­მდე თსუ არნ. ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში (ინ­გო­როყ­ვას ქ., 8) გა­ი­მარ­თე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი სა­ბჭოს წევ­რის არ­ჩევ­ნე­ბი.

სიახლეები

2018 წლის 11 ოქტომბერს ,   14 საათზე, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში   გაიმართა შეკრება თემაზე – „დაუბრუნდეს ქართულ სკოლას იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“. ღონისძიების ორგნიზატორი იყო იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება. შეკრება გახსნა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. ნანა მაჭავარიანმა. შეკრებას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები; კერძოდ, მწერალთა კავშირის, მხატვართა კავშირის, კომპოზიტორთა კავშირის, […]

სიახლეები

2018 წლის 14-16 სექტემბერს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“. წარმოდგენილი იყო მოხსენებები სხვადასხვა დარგის… იხ. ბმული