კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

გამოსაცემად მზადდება ყოველწლიური თემატური კრებულის − „ეტიმოლოგიური ძიებანის“ − XIV ტომი. სტატიები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები) მიიღება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (მედეა ღლონტი, რუსუდან რამიშვილი) 30 სექტემბრემდე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:  dodo_mariami@yahoo.com; rusudrami@yahoo.com. ფორმატი – A 4; შრიფტი – სოლფაენი; შრიფტის ზომა – 11; ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1,5.

სიახლეები

„ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ მორიგი − მე-17 წიგნისათვის სტატიები (ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია) მიიღება 15 სექტემბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე (არაუმეტეს 2 გვერდისა). ფორმატი − A5, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის ზომა − 10, ინტერვალი სტრიქონებს შორის − 1.5. სტატიები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე − burchuladzetea@gmail.com; contact@ice.ge.

სიახლეები

16 ივნისს თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამ უნივერსიტეტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი გამოჩენილი პოეტის – მუხრან მაჭავარიანისადმი.

სიახლეები

5 ივნისს, 12 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებათა ერთობლივ სხდომაზე არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროფ. სალომე ომიაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ქართული დისკურსის თანამედროვე ტენდენციების შესახებ“. სხდომა გაიმართება აკადემიის სხდომათა დარბაზში (III სართული).

სიახლეები

ამა წლის 25-28 აპრილს თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართება სამეცნიერო სესია არნ. ჩიქობავას საკითხავები, XXVIII. იხ. სესიის პროგრამა და მოხსენებათა მასალები.

სიახლეები

2017 წლის 13 აპრილს, 16 საათზე, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საზოგადოებას წარუდგენენ ერთობლივ პროექტს − ელექტრონული რესურსები ქართული ტერმინილოგიის კორპუსისათვის. მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. №7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სიახლეები

გამოსაცემად მზადდება „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხების” მორიგი – XIV ტომი. სტატიები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები) მიიღება არნ.ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში (გ. გოგოლაშვილი, თ. ბურჭულაძე) 2017 წლის 30 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burchuladzetea@gmail.com; contact.ice.ge;  ფორმატი A4, შრიფტი – „სილფაინი“, შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1,5

სიახლეები

იწყება წერილების მიღება „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ მორიგი ტომისათვის. წერილის ელექტრონული ვერსია და სათანადო ამონაბეჭდი 30 აპრილამდე უნდა გადაეცეს ვ. შენგელიას ან თ. ბურჭულაძეს. წერილის მოცულობა (ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 20 სტანდარტულ გვერდს. წერილი წარმოდგენილი უნდა იყოს სილფაინის შრიფტით  (შრიფტის ზომა – 11).

სიახლეები

24 მარტს, 2 საათზე გაიმართება პროექტების − ქართული ენის სიტყვათშემოკლებათა ელექტრონული ლექსიკონისა“ და „სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ოფიციალურ-საქმიანი სფერო“ − პრეზენტაცია

სიახლეები

არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი 37-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია   ოქტომბერი, 2017 წ., სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი   პატივცემულო კოლეგებო, გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2017 წლის  ოქტომბერში  (ზუსტ თარიღს გაცნობებთ დამატებით) მართავს 37-ე დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას. სესიას უმასპინძლებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა […]