კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

22-23 სექტემბერს, 11 საათზე, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართება კონფერენცია – სამეცნიერო ტერმინოლოგია – IV.

სიახლეები

17 სექტემბერს, 2 საათზე, თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ელექტრონული ლექსიკონების ჩვენება, ასევე გაიმართება პრეზენტაცია უახლესი გამოცემისა „მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“. მისამართი: დიდუბის საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია,“ მესამე პავილიონი, სალექციო დარბაზი B.

სიახლეები

2016 წელი საქართველოსთვის, უპირველესად, აღსანიშნავია იმით, რომ იუნესკოს ეგიდით აღინიშნება გენიალური პოეტის შოთა რუსთაველის 850 წლისთავი. ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სპექტრში საგანგებო მნიშვნელობისაა ,,ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერი წიგნის შექმნა (პროექტის ფარგლებში: ,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა”), რომელიც ჭეშმარიტად ყველაზე სახალხო პროექტია: მთელი საქართველო სიამაყითა და თაყვანისცემით გადაწერს თავის უპირველეს საუნჯეს – ,,ვეფხისტყაოსანს”. ეს ხელნაწერი წიგნი ამ გენიალური […]

სიახლეები

2016 წლის სექტემბერში გაიმართება IV სამეცნიერო კონფერენცია ტერმინოლოგიაში. მოხსენებათა სათაურები მიიღება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 5 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე − L.karosanidze@gmail.com; Anakhurcilava9@gmail.com

სიახლეები

„ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ მორიგი − მე-16 წიგნისათვის სტატიები (ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია) მიიღება 15 სექტემბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე (არაუმეტეს 2 გვერდისა). ფორმატი − A4, შრიფტი −Sylfaen, შრიფტის ზომა − 11, ინტერვალი სტრიქონებს შორის − 1.5. სტატიები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე− burchuladzetea@gmail.com; contact@ice.ge.

სიახლეები

2016 წლის ოქტომბერში ქუთაისში გაიმართება XXXVI რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია. მოხსენებათა თეზისები – ბეჭდური და ელექტრონული ვერსია, მიიღება არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (გ.გოგოლაშვილი, თ.ბურჭულაძე) 15 სექტემბრამდე: ფორმატი – A4, შრიფტი – ”სილფაინი”, შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1,5. სპეციალისტებს სხვა ქალაქებიდან შეუძლიათ თეზისები იმავე ვადაში გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით: contact@ice.ge, burchuladzetea@gmail.com

სიახლეები

ყოველწლიური თემატური კრებულის „ეტიმოლოგიური ძიებანი“ XIII ტომისათვის წერილები მიიღება ა. წ. 15 სექტემბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 1 გვერდისა). ავტორებს ვთხოვთ: წერილს დაურთონ საძიებლისათვის განკუთვნილი ძირ-ფუძეეების ნუსხა და იგივე ძირ-ფუძეები წერილის ელვერსიაში წითლად მონიშნონ. წერილების ნაბეჭდი ვერსიები მიიღება არნ.ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში (პ.იგოროყვას 8, II სართული, ოთახი 203; მედეა […]

სიახლეები

ამა წლის 14 აპრილს თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აკადემიკოს ავთანდილ არაბულს გადაეცა საქართველოს მეცნიერებისა და განთლების სამინისტროს ჯილდო − სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. ვულოცავთ ბატონ ავთანდილს ამ საპატიო ჯილდოს.

სიახლეები

2016 წლის 19-22 აპრილს გაიმართება სამეცნიერო სესია „არნოლდ ჩიქობავას საკითხავები“. სხდომები ჩატარდება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში (დასაწყისი − 11 საათზე). იხ.სესიის პროგრამა და მოხსენებათა თეზისები