კატეგორია: Без рубрики

დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია…

დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია გაიმართება 2022 წლის 26-27 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იხილეთ ბმული: https://ice.ge/of/wp-content/uploads/2022/10/დიალექტოლოგიური-2022-.pdf

ენათმეცნიერების ინსტიტუტის 81-ე სამეცნიერო სესია

2022 წლის 20-23 დეკემბერს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 81-ე სამეცნიერო სესია. თეზისები მიიღება მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე. თეზისების მოცულობა არაუმეტეს 2 გვერდისა, შრიფტი – sylfaen (12), ტრანსკრიფციისათვის – ICL Symbol. წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები. ელექტრონული ვერსია მიიღება მისამართზე giglemianilela5@gmail.com     სესია გაიმართება შერეული ფორმატით. Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09 Meeting […]

საინსტიტუტო სემინარი

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს,13.00 საათზე გაიმართება „საინსტიტუტო სემინარის“ მორიგი სხდომა. მომხსენებელი –  ქეთევან დათუკიშვილი.  მოხსენების თემა  – „მე, ვე, ღა, ღაცა ნაწილაკიან სახელთა მართლწერისათვის”. სხდომა გაიმართება შერეული ფორმატით. ზუმის მოსამართი: https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

განცხადება

„ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“  მორიგი − 22-ე  წიგნისათვის  სტატიები (ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია) მიიღება 25 ოქტომბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს ინგლისური რეზიუმე (არაუმეტეს 2 გვერდისა). ფორმატი − A5, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის  ზომა − 10, ინტერვალი სტრიქონებს შორის − 1.5. სტატიები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე − burchuladzetea@gmail.com

განცხადება

წერილები ყოველწლიური თემატური კრებულისათვის „ეტიმოლოგიური ძიებანი XIX“  (2022 წ.) მიიღება ა. წ. 15 ნოემბრამდე წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე (არაუმეტეს 1 გვერდისა) – ქართულ და ინგლისურ ენებზე. ავტორებს ვთხოვთ: წერილს დაურთონ საძიებლისათვის განკუთვნილი ნუსხა ძირ-ფუძეებისა, და იგივე ძირ-ფუძეები წითლად მონიშნონ წერილის ელვერსიაში. წერილის ელქტრონული ვერსია  მიიღება ელექტრონულ მისამართზე: dodo_mariami@yahoo.com წერილის ფორმატი –  A 4,შრიფტი –  Sylfaen,  […]

საინფორმაციო წერილი

თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი — კავკასიის ლინგვისტური და ანთროპოლოგიური პორტრეტი, რომელიც გაიმართება თბილისში (საქართველო) 2022 წლის 13-15 ნოემბერს. კონგრესი ეძღვნება გამოჩენილი კლასიკოსის, მწერალ მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) ასი წლის იუბილეს. კონგრესი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით: იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა […]

საინფორმაციო წერილი

გაცნობებთ, რომ თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში ქართული დიასპორის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს „ქართული ანბანის ელჩები“. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას, ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას. კონკურსი მათ დააახლოებს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან. კონკურსის […]

სიახლეები

საინფორმაციო წერილი პატივცემულო კოლეგებო! გვაქვს პატივი მოგიწვიოთ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც ჩატარდება 2022 წლის ოქტომბერში (ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო დამატებით გეცნობებათ). სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!) უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ელექტრონული ფოსტის მისამართი:giglemianilela5@gmail.com მოხსენებების მიღება 25 სექტემბრამდე მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის მოხსენების მოცულობა — არაუმეტეს 5 გვერდისა ელექტრონული ფოსტის მისამართი:giglemianilela5@gmail.com გვერდის ფორმატი: – А4; ფონტი […]

სიახლეები

„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“ წერილები არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერებისათვის“ მიიღება ა. წ. 15 ოქტომბრამდე. წერილის მოცულობა (ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. წერილი აწყობილი უნდა იყოს სილფაინის შრიფტით (შრიფტის მოცულობა – 12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5) და წარმოდგენილი – ნაბეჭდი სახით (ინსტიტუტის სწავლულ მდივანთან). ცალკეულ შემთხვევაში წერილი შეიძლება გაიგზავნოს […]