კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

საინფორმაციო წერილი პატივცემულო კოლეგებო! გვაქვს პატივი მოგიწვიოთ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც ჩატარდება 2022 წლის ოქტომბერში (ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო დამატებით გეცნობებათ). სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!) უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ელექტრონული ფოსტის მისამართი:giglemianilela5@gmail.com მოხსენებების მიღება 1 სექტემბრამდე მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის მოხსენების მოცულობა — არაუმეტეს 5 გვერდისა ელექტრონული ფოსტის მისამართი:giglemianilela5@gmail.com გვერდის ფორმატი: – А4; ფონტი – […]

სიახლეები

გარდაიცვალა გამოჩენილი დაღესტნელი მეცნიერი, სქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ღირსეული მოწაფე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ისა აბდულაევი

სიახლეები

მიმდინარე წლის 28 ივნისს, 12 საათზე გაიმართება აკად. გუჩა კვარაცხელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.იხილეთ მოსაწვევი

სიახლეები

ვაკანსია: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის კატეგორია: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/07/2022 – 27/07/2022 კონკურსი გამოცხადდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი – ერთი საშტატო ერთეული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: ბრძანება N 187/01-01 – 18.06.2022 წ.

სიახლეები

2022 წლის 10 ივნისს 12 საათზე  zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წელს დაფინანსებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო პროექტის „პარატაქსულ-ჰიპოტაქსური კონსტრუქციები სვანურში“ (YS-19-435) ფარგლებში მომზადებული ამავე სახელწოდების ნაშრომის  პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი / ნაშრომის ავტორი: ნატო შავრეშიანი  ბმული : https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

სიახლეები

იწყება წერილების მიღება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პერიოდული ორგანოს „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“  XVI ტომისათვის. წერილს თან უნდა ახლდეს რეზიუმე. სტრიქონებს შორის მანძილი – 1, 5, შრიფტი – სილფაინი, დამატებითი ნიშნებისათვის – ICL Symbol. წერილების ელექტრონულ ვერსიები მიიღება 10 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giglemianilela5@gmail.com)

სიახლეები

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დიდი მწუხარებით იუწყება, რომ ოთხმოცდაორი წლის ასაკში გარდაიცვალა შუქია აფრიდონიძე   –ქართველი ფილოლოგი, ლინგვისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003 წ.), პროფესორი (2004 წ.), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ღირსების ორდენოსანი (2018 წ.). 1963 წელს შუქია აფრიდონიძემ  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1965-1969 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი. 1972 […]

სიახლეები

 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  1 საშტატო ერთეული  (7 წლის ვადით) და მეცნიერი თანამშრომლის 0,5 საშტატო ერთეული    (4 წლის ვადით ) სამსახურში მისაღებად, საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება   იწარმოებს 2022 წლის  23 მაისიდან    2022  წლის     30  მაისის   ჩათვლით ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: giglemianilela5@gmail.com; ტელ. 599400728 იხილეთ დანართი 2

სიახლეები

2022 წლის 25 მაისს თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება გიწვევთ ამავე განყოფილების დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის საქართველოს ეროვნული აკადემიისწევრ-კორესპონდენტის თინათინ შარაძენიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საჯარო სხდომაზე დასაწყისი 17 საათზე სხდომა გაიმართება დისტანციურად: Join Zoom Meeting Meeting ID: 637 118 9142 Passcode: 122397 იხილეთ მოსაწვევი…