კატეგორია: Без рубрики

სიახლეები

ამა წლის 15-16 აპრილს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების მიერ დაფუძნებული სამეცნიერო კონფერენცია სალიტერატურო ენის საკითხები – III, რომელიც ეძღვნება ქართული ენის დღეს (14 აპრილს). არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის პროგრამით. მოხსენებათა სათაურები მიიღება  5 აპრილამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: normebi@gmail.com

სიახლეები

VI საერთაშორისო კონფერენცია: თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის – LMT2022 იხილეთ ბმული

სიახლეები

2022 წლის 28 თებერვალს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მართავს ფარნაოზ ერთელიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო სესიას დასაწყისი 16 -00საათზე (სხდომა ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე) Join Zoom Meeting https://zoom.us/j/6371189142?pwd=am1YVkUrbTJPZUlxYWpKbkRPUVNvUT09 Meeting ID: 637 118 9142 იხილეთ ბმული

სიახლეები

25 თებერვალს, პარასკევს, 12 საათზე გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის  ენათმეცნიერების  ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს  სხდომა. დღის წესრიგშია: 1.      ქართული სალიტერატურო  ენის ნორმათა პროექტების განხილვა (მომხსენებელი –  პროფ. თ.ვაშაკიძე). 2.      მიმდინარე საკითხები. სხდომა გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის მეშვეობით: https://us02web.zoom.us/j/83354907053?pwd=OThwS1pYRWh3RzZFSC9XejdycHFGdz09 Meeting ID: 833 5490 7053  Passcode: 200047

სიახლეები

24 დეკემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ,,სიტყვარის” – პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის ახალი გამოცემის პრეზენტაცია.ახალი გამოცემა მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ლია ქაროსანიძემ.მომხსენებელი: ლია ქაროსანიძე.პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლებში გამოცემული ლექსიკონები და სახელმძღვანელოები, რომლებიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის […]

სიახლეები

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა განახორციელა ,,მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსი ,,ანიდან ჰოემდე“. კონკურსის მიზანი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში  ქართული მეცნიერების პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობიერების ამაღლება,  ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან მათი დაახლოება. გამოვლინდნენ საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების ავტორები. დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, 19 […]

სიახლეები

2021 წლის 21–23 დეკემბერს გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მე-80 სამეცნიერო სესია. ეძღვნება ინსტიტუტის 80 წლისთავს. იხილეთ ბმული: პროგრამა

სიახლეები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გამოცემები, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება ჩაერთო ელექტრონული ლიცენზიის პარტნიორობაში „ებსკოსთან“ (EBSCO Publishing), რომელიც მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო ჟურნალებისა და ელექტრონული წიგნების გამავრცელებელი გამომცემლობაა. გამოცემების სრული ტექსტების ნახვა შესაძლებელია EBSCOhost™-ის ბაზებში.

სიახლეები

„საენათმეცნიერო ძიებანის“ მორიგი (43-ე) ტომისათვის წერილების მიღება გრძელდება 2022-ის 15 იანვრამდე. წერილს უნდა დაერთოს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (ქართული ვარიანტითურთ). წერილი უნდა გაფორმდეს წინა ტომმებში დადგენილი წესებისამებრ. წერილის ელქტრონული ვერსია  მიიღება ელექტრონულ მისამართზე: grusidan@mail.ru